Saturday, 15 June 2013

ტრენინგის 1 დღე

14 ივნისს გუდაურის "მარკო-პოლოს" კომპლექსში ისტ ტრენერებს დაგვეწყო ინტელის სასწავლო პროგრამის ტრენინგები.
პირველ ტრენინგ დღეს განვიხილეთ პროგრამის პირველი მოდული - სწავლება პროექტით:
  1. პორტფოლიოს შექმნა
  1. იდეები
  2. მიზნების ფორმირება
  3. შეკითხვები
  1. შეფასება წინარე ცოდნის
  1. შეფასების ჩარჩო
  1. ნამუშევრების შექმნა
  2. დიფერენცირებული სწავლების პრინციპი
  3. თვითრეგულირებადი სწავლა
  4. მენეჯმენტი, ფასილიტაცია
სასწავლო პროექტები სიახლე არ არის ჩემთვის, მაგრამ ინტელის სასწავლო პროგრამაში უფრო დეტალურად არის განხილული პროექტის წერისა და განხორციელების ყველა ეტაპი, რაც საინტერესოდ მეჩვენება. 
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. ეს თემა კარგად არის მოწოდებული ამ მოდულში.

მთლიანობაში ინფორმაციულად ძალიან დატვირთული დღე მქონდა და დავალებებიც შესაბამისი:

  • არჩეული თემის პრეზენტაცია
  • ახალი პროექტის იდეის შემუშავება
  • ინტელის სასწავლო პროგრამის პირველი მოდულის სრულად გაცნობა

No comments:

Post a Comment